საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ღია საზოგადოების ფონდების” დამფუძნებელს ჯორჯ სოროსს შეხვდა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯორჯ სოროსმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ძალიან საინტერესო შეხვედრა ჰქონდა.
მათივე ინფორმაციით, “ღია საზოგადოების ფონდების” დამფუძნებელმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ გუშინ სტუდენტებთან საუბარმაც პროდუქტიულად ჩაიარა.
ჯორჯ სოროსი საქართველოს ფონდის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეწვია.
ჯორჯ სოროსი დღეს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც შეხვდება. ipn.ge
ირაკლი ღარიბაშვილი ჯორჯ სოროსს შეხვდა
15 ნოემბერი, 2014 • ნიუპრესი • 21
ჯორჯ სოროსი დღეს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც შეხვდება.
თეგები: გიორგი მარგველაშვილი • ირაკლი ღარიბაშვილი • ჯორჯ სოროსი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები