ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე 30 ათასამდე ადამიანია შეკრებილი

15 ნოემბერი, 2014 • გიგა გელხვიიძე • 25

თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე 30 ათასამდე ადამიანია შეკრებილი

აქციის მონაწილეებს აკაკი ბობოხიძემ მიმართა.

თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე 30 ათასამდე ადამიანია შეკრებილი. აქციის ორგანიზატორები რეგიონებიდან კიდევ ელოდებიან თავიანთ მომხრეებს. ლიდერები პარლამენტის წინ, სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე იმყოფებიან. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, აკაკი ბობოხიძემ აქციაზე შეკრებილებს განუცხადა, რომ ამ წუთებში ქვეყნის მთავრობა ბიძინა ივანიშვილთანაა შეკრებილი და იქედან ადევნებს თვალს მოვლენების განვითარებას.

სახლიდან ადევნებს თვალყურს აქციის მიმდინარეობას ყოფილი პოლიტპატიმარი მელორ ვაჩნაძე, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს რუსთაველის პროსპექტზე გამოჩენას არ აპირებს. “ნაციონალური მოძრაობის” დასამარებას სახლიდან დავაკვირდები.”-თქვა ვაძნაძემ.

თეგები: აკაკი ბობოხიძებიძინა ივანიშვილიმელორ ვაჩნაძე