ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმების მსურველთა ტესტირება მიმდინარეობს

16 ნოემბერი, 2014 • ანა ჯიქია • 22

ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმების მსურველთა ტესტირება მიმდინარეობს

კონკუსანტებს თავიანთ ქულები ტესტის დასრულებითანავე ეცოდინებათ.

ქუთაისში, ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმების მსურველთათვის ტესტირება მიმდინარეობს. 903 დასაქმების მსურველი ტესტირებას ქუთაისის რამდენიმე სკოლაში გადის.

კონკურსანტები გამოცდას კომპიუტერთან გადიან. ტესტირება 2 ნაკადად ტარდება.

საგამოცდო ტესტები საქართველოს კანონმდებლობიდან 45, ხოლო ზოგადი უნარებიდან15 დავალებისგან შედგება. კონკურსში მონაწილეებმა 70 პროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახონ. მათ ტესტებზე პასუხის გასაცემად 2 საათი აქვთ.

კონკურსანტებს თავიანთ ქულები ტესტის დასრულებითანავე ეცოდინებათ.

გამოცდის წინასწარი შედეგები საღამოსვე იქნება ცნობილი.

თეგები: კონკურსიტესტირებაქუთაისი