ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“წყალდიდობა” ქუთაისის ცენტრალურ ბაღში

17 ნოემბერი, 2014 • ანა ჯიქია • 17

“წყალდიდობა” ქუთაისის ცენტრალურ ბაღში

წყალგაყვანილობის მილის დაზიანების შესახებ კომპანიის ცხელ ხაზზე არავის დაურეკავს.

ქუთაისის ცენტრალური ბაღის დიდი ნაწილი წყლით არის დატბორილი. როგორც “Newpress.ge”-მ გაარკვია, წყალი დაზიანებული სისტემიდან უკვე ორი კვირაა იღვრება.

„შესაბამისმა სამსახურებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ამ სიტუაციას. აქ ჩვენს გარდა ტურისტებიც დადიან და ნამდვილად არაა ლამაზი, რომ ცენტრალური ბაღი ასე უყურადღებოდაა მიტოვებული.“ – გვითხრა ადგილობრივმა მცხოვრებმა ნათია ასათიანმა.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრში განმარტავენ, რომ მილის დაზიანების შესახებ კომპანიის ცხელ ხაზზე არავის დაურეკავს. „ამის შესახებ არ ვიყავით ინფორმირებული. ჩვენც ახლა გავიგეთ. საავარიო ჯგუფი გასულია და პრობლემა დღის ბოლომდე მოგვარდება“- განაცხადა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრის დირექტორმა ზვიად ყიფშიძემ.

თეგები: ქუთაისიცენტრალური ბაღიწყალმომარაგების კომპანია