ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ტესტირების შედეგებს ქუთაისიდან სამი კონკურსანტი აპროტესტებს

17 ნოემბერი, 2014 • ანა ჯიქია • 16

ტესტირების შედეგებს ქუთაისიდან სამი კონკურსანტი აპროტესტებს

სააპელაციო განაცხადების რაოდენობა, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმების ტესტირებაგავლილი მსურველებიდან სააპელაციო განაცხადი, ამ ეტაპზე, ქუთაისიდან მხოლოდ სამმა კონკურსანტმა შეავსო. ამის შესახებ “Newpress.ge”-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მაია გაბუნიამ შეატყობინა. „ამ დროისათვის ქუთაისიდან შემოსულია მხოლოდ სამი სააპელაციო განცხადება, შედეგების გასაჩივრებისთვის კონკურსანტებს ვადა ხვალამდე აქვთ, ამიტომ, შესაძლოა, საჩივრების რაოდენობა გაიზარდოს. სააპელაციო კომისია განიხილავს პრეტენზიებს და შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.“- განაცხადა მაია გაბუნიამ.

ტესტირების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ კონკურსის მესამე ეტაპი, გასაუბრება, დაიწყება.

თეგები: მაია გაბუნიაქუთაისი