ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მოსმენებთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტს, შესაძლოა, პრეზიდენტმა ვეტო დაადოს

21 ნოემბერი, 2014 • ნიუპრესი • 22

მოსმენებთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტს, შესაძლოა, პრეზიდენტმა ვეტო დაადოს

ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძისა და ირაკლი სესიაშვილის მიერ მოსმენებთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადოს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, “ეს შენ გეხებას” წარმომადგენლებმა განაცხადეს, ამის ვარაუდი არსებობს იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. გასაღებზე წვდომის უფლება შსს-ს დარჩა. მათივე თქმით, მათთვის ჯერ დაზუსტებით უცნობია, თუ რას გადაწყვეტს პრეზიდენტი.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრი მათ მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულეს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის განცხადებით, პრემიერი არასამთავრობო ორგანიზაციების შეურაცხყოფით საკუთარ თავს აყენებს შეურაცხყოფას.

თეგები: ეკა ბესელიაპრეზიდენტიპრემიერ მინისტრი