შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში “გურული დღიურების” პრეზენტაცია გაიმართა

22 ნოემბერი, 2014 • გიგა გელხვიიძე • 25

ქუთაისში “გურული დღიურების” პრეზენტაცია გაიმართა

გიორგი კეკელიძე მკითხველს “ახალგაზრდულ ცენტრში” შეხვდა.

ქუთაისის “ახალგაზრდულ ცენტრში” ლიტერატორისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის წიგნის ,,გურული დღიურების’ პრეზენტაცია გაიმართა. ავტორის განცხადებით, ეს არის ესეისტური ხასიათის ნაშრომი. ,,ამ წიგნს საზოგადოებას პირველად ქუთაისში წარვუდგენ, თავად წიგნიც, ჩემი პირველი სერიოზული ნაშრომია.’ – განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

“დიდი ხანია, რაც გიორგი კეკელიძის ამ წიგნის პრეზენტაციას ველოდები. მიხარია, რომ ეს ახალგაზრდულ ცენტრში ხდება. ‘ – აშნიშნა ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა ნატალი პატარიძემ.

თეგები: გიორგი კეკელიძეგურული დღიურებიპარლამენტის ბიბლოთეკა