გოგი წულაია ქალაქის მერს: "ან ხარ დოყლაპია, ან ქალაქის ბედი არ განაღვლებს"
ქალაქში გზის სარეაბილიტაციო ხარვეზების ხშირი შეკეთება, დღეს, პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმღვანელმა გოგი წულაიამ გააპროტესტა. აქცია ფიზიკა-მათემატიკის №41 საჯარო სკოლასთან აქცია გაიმართა. როგორც აქციის ორგანიზატორი გიორგი წულაია აცხადებს, ერთსა და იმავე პრობლემაზე მილიონობით თანხა არამიზნობრივად იხარჯება. ,,ამ დროს შეიძლება ასეთი დასკვნა გაკეთდეს, ან ხარ დოყლაპია და ხარისხსში გატყუებენ, ან საერთოდ არ გაინტერსებს ბიუჯეტი და ხალხის მომავალი, ან კიდევ თავად ხარ კორუფციულ სქემაში ჩართული და საკუთარი ჯიბისთვის ტეხავ თანხებს. მოვუწოდებ ქალაქის მერს, ბატონ შოთა მურღულიას, სანამ ქუთაისშიც არ დაწყებულა მერიის თანამშრომლების დაკავების პროცესები, აქედანვე მიაქციოს ყურადღება ამ საკითხს. რაც შეეხება ვიცე მერ ნოდარ მიქიაშვილს, რომელიც ამ თემას კურირებს, თანამდებობიდან გაათავისუფლოს. წინააღმდეგ შემთვევაში, როცა ისევ გაჩნდება ამ ადგილას ორმო, დადგება უშუალოდ შოთა მურღულიას პასუხიმგებლობის სახკითხი“,- აცხადებს პარტია ,,თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ბიუროს თავჯდომარე გიორგი წულაია.
ავტორი: თინათინ გურგენიძე