შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მანანა კობახიძე:”არ გაძლევთ სიტყვას, მიჩივლეთ საპროცედურო კომიტეტში”

26 ნოემბერი, 2014 • გიგა გელხვიიძე • 24

მანანა კობახიძე:”არ გაძლევთ სიტყვას, მიჩივლეთ საპროცედურო კომიტეტში”

ბიუროს სხდომაზე დაწყებული ხმაური სესიაზეც გაგრძელდა.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა ბიუროს სხდომაზე დაწყებული ხმაური და დაპირისპირება საპარლამენტო სესიაზეც გააგრძელეს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები სიტყვით დამატებით გამოსვლას ითხოვდნენ, რისი საშუალებაც მათ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ არ მისცა, არგუმენტით -უმცირესობიდან 7 გამომსვლელმა ისაუბრა, უმრავლესობიდან კი მხოლოდ 3-მა. ამის შემდეგ კი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ყვირილი და ხელების ბრახუნი დაიწყეს.
“არ გაძლევთ სიტყვას, მიჩივლეთ საპროცედურო კომიტეტში რეგლამენტის დარვევის გამო. თქვენ არღვევთ კანონს, არ გირთავთ მიკროფონს და ყვირიხართ”- განაცხადა ვიცე- სპიკერმა, რომელმაც წესრიგის დაცვაში დახმარებისათვის მანდატურებს უხმო.
საქართველოს 2015 წლის ბიუჯეტის კანონპროექტის პირველი მოსმენით წარდგენა ხმაურისა და შეძახილების ფონზე დაიწყო.

თეგები: მანანა კობახიძესესიაუმცირესობა