შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

არასამთავრობოების პროტესტი პარლამენტში

27 ნოემბერი, 2014 • გიგა გელხვიიძე • 30

არასამთავრობოების პროტესტი  პარლამენტში

ფარული მოსმენების კანონპროექტის განხილვის დროს არასამთავრობოების წარმომადგენლები “ეს შენ გეხებას” მაისურებით გამოცხადდნენ.

საქართველოს პარლამენტში ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები,,ეს შენ გეხებას” მაისურებით გამოცხადდნენ. ამით მათ ” ბესელია- ფოფხაძე- სესიაშვილის” კანონპროექტისადმი თავიანთი დამოკიდებულება დააფიქსირეს. ისინი მხარს არ უჭრენ უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ ამ კანონპროექტს და უფრო ვახტანგ ხმალაძის მიერ შემუშავებული ვერსიისაკენ იხრებიან.
ფარული მოსმენების საკითხთან დაკავშირებიოთ ცალსახა და მკაფიო მოსაზრება გააჩნია უმრავლესობის გარკვეულ ნაწილსაც, კერძოდ კი “რესპუბლიკურის პარტიას” და “ქართული ოცნების” რამდენიმე წარმომადგენელს. მათთვის მიუღებელია გასაღების ძალოვანი სტრუქტურების ხელში არსებობა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს.

თეგები: გამოცხადდნენ.ეს შენ გეხებასფარული მოსმენები