შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ჟვანიას სკოლამ მსმენელთა მესამე ნაკადი გამოუშვა

27 ნოემბერი, 2014 • ასმათ ყურაშვილი • 24

ჟვანიას სკოლამ მსმენელთა მესამე ნაკადი გამოუშვა

ქეთევან ნატრიაშვილი: “აქ კეთდება ძალიან დიდი სახელმწიფოებრივი საქმე”

ურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში მსმენელთა მესამე ნაკადის გამოშვების ცერემონია გაიმართა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში დასაქმებულ 71 საჯარო მოხელეს დარგობრივი კურსების დასრულების სერტიფიკატები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა გადასცა. შეხვედრას ასევე ქუთაისის მერი, შოთა მურღულია დასაკრებულოს თავმჯდომარე, დავით დვალი ესწრებოდნენ.

ჟვანიას სკოლაში მაღალმთიან რეგიონში მაცხოვრებლებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სწავლა უფასოა. სახელმწიფო ენის სასწავლო პროგრამის ფარგლებში 8 რეგიონულ ცენტრში უკვე 1500 სმენელი გადამზადდა. “აქ კეთდება ძალიან დიდი სახელმწიფოებრივი და ეროვნული საქმე. ერთის მხრივ, საჯარო მოხელეთა გადამზადებით და მეორეს მხრივ, ქართული ენის შესწავლით.” – აღნიშნა ქეთევან ნატრიაშვილმა.

შოთა მურღულიას თქმით, “ძალიან კარგი ჩანაწერია კანონში, სადაც წერია, რომ თვითმმართველობა, თავისი შრომის ანაზღაურების არანაკლებ 1 პროცენტისა, ვალდებულია დახარჯოს საჯარო მოხელეთა გადამზადებაში. ეს თემა უყურადღებოდ იყო დარჩენილი, თითქოს ადამიანს, რომელიც თვითმმართველობაში იმუშავებდა, არ სჭირდებოდა პროფესია. ეს ყველაფერი უკვე გვარდება და უფრო მეტის გაკეთება შეუძლია ამ სკოლას.” – განაცხადა შოთა მურღულიამ.

თეგები: დავით დვალიქეთევან ნატრიაშვილიშოთა მურღულია