შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მანანა კობახიძე: ,,პირადი ცხოვრება, არ არის აბსოლუტური უფლება, ისევე, როგორც სიცოცხლის უფლება”

27 ნოემბერი, 2014 • გიგა გელხვიიძე • 30

მანანა კობახიძე: ,,პირადი ცხოვრება, არ არის აბსოლუტური უფლება, ისევე, როგორც სიცოცხლის უფლება”

ფარული მოსმენების საკითხის განხილვა დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთელი დღის განმავლობაში ფარული მოსმენების საკითხზე დაძაბული მსჯელობა მიდიოდა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ შემდეგი განცხადება გააკეთა: ,,ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პირადი ცხოვრება არ არის აბსოლუტური უფლება, ისევე, როგორც სიცოცხლის უფლება და მათი შეზღუდვა შეიძლება კანონით.“

კობახიძის განცხადებით, ამ კანონპროექტში მკაფიოდ და ცხადადაა ჩამოყალიბებული ყველაფერი. მისი თქმით, უფრო ლოგიკურია, უფრო თანაზომიერია და ბალანსის შემცველია სწორედ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონოპროექტი.

“იმედი მაქვს, უმრავლესობა, ყოველ შემთხვევაში, მინიმუმ ის ფრაქციები, რომლებიც ერთნი ვართ ამ აზრზე, მხარს დაუჭერენ აღნიშნულ კანონპროექტს” – განაცხადა კობახიძემ.

თეგები: ეკა ბესელიამანანა კობახიძეპირადი ცხოვრება