ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისელი რკინიგზელები სამტრედიელ და ზესტაფონელ კოლეგებს შეუერთდნენ

29 ნოემბერი, 2014 • ანა ჯიქია • 27

ქუთაისელი რკინიგზელები სამტრედიელ  და ზესტაფონელ კოლეგებს შეუერთდნენ

რკინიგზელები მეცამეტე ხელფასს, ზეგანაკვეთურ, სტაჟისა და დამსახურების მიხედვით ანაზღაურებას ითხოვენ.

ქუთაისელი გაფიცული რკინიგზელები სამტრედიელ და ზესტაფონელ კოლეგებს შეუერთდნენ. ისინი თავიანთი მოთხოვნების შესრულებას საქართველოს რკინიგზის ადმინისრაციისაგან ერთობლივად ითხოვენ. მათი მოთხოვნები უცვლელია, რკინიგზელები მეცამეტე ხელფასის გაზრდას, ზეგანაკვეთური შრომის, სტაჟისა და დამსახურების მიხედვით ანაზღაურებას ითხოვენ.

„ჩვენ ვუერთდების ჩვენს კოლეგებს. გაფიცულია აქ მემანქანეები და გადამსინჯეველები. ჩვენი მოთხოვნები უცვლელია და ვითხოვთ იმას, რაც გვეკუთვნის. სამწუხაროდ ადმინისტრაცია ჩვენ მოთხოვნებს არ იზიარებს.“ – განუცხადა „Newpress.ge“-ს “ქუთაისი 2” პირველადი პროფკავშირის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დიმიტრი სულაქველიძემ.

გაფიცულთა ინფორმაციით, ამ დროისათვის საშურში, სამტრედიასა და ბათუმში სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხებულია.

თეგები: გაფიცვადიმიტრი სულაქველიძერკინიგზა