შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს

28 ნოემბერი, 2014 • ანა ჯიქია • 29

ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის წინ სირცხვილის დერეფანი მოაწყვეს.

საკანონმდებლო ორგანოში ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს. აქციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მართავენ, რომლებმაც პარლამენტის შენობის წინ სირცხვილის დერეფანი მოაწყვეს. “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ლომჯარიას თქმით, “ეს არის რეგრესული კანონპროექტი, მთელ რიგ საკითხებში ვითარება უარესდება. ამ სისტემის შესახებ წარმოდგენა, როგორც დავინახეთ, კანონპროექტის ინიციატორებს და მის შემუშავებაში ჩართულ პირებსაც არ აქვთ.”- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

აქციას „საქართველოს პრესის ასოციაციაც“ შეუერთდა, ასოციაციის დირექტორის ლაშა ტუღუშის თქმით, ამ კანონის მიღება დაუშვებელია: „არ შეიძლება, რომ ჩვენს მოქალაქეებს ვიღაცები უძვრებოდნენ გულში, სულში და ჯიბეში. დაუშვებელია ასეთი დრაკონული კანონის მიღება.“- განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

თეგები: ლაშა ტუღუშინინო ლომჯარიაფარული მოსმენები