კვირა, 20 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი საბოლოო, მესამე მოსმენით დაამტკიცა

29 ნოემბერი, 2014 • ნიუპრესი • 37

პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი საბოლოო, მესამე მოსმენით დაამტკიცა

კანონპროექტის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა.

კანონპროექტს მხარი 73 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი პარლამენტის 30 წევრი წავიდა.
კანონპროექტის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა. კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს დეპუტატებმა თამარ კორძაიამ, მურმან დუმბაძემ, ვახტანგ ხმალაძემ და ირაკლი ჩიქოვანმა. რაც შეეხება ფრაქცია “რესპუბლიკელების” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, მათ კანონპროექტს წინააღმდეგ მისცეს ხმა. კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ თინა ხიდაშელს და “თავისუფალ-დემოკრატებს”.
პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის
აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების უფლება შსს-ს რჩება, თუმცა, ამოქმედდება ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა, რომელთაგან ერთი “გასაღები” შს სამინისტროს რჩება, ხოლო მეორე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში იქნება.

თეგები: დავით უსუფაშვილივახტანგ ხმალაძეთინა ხიდაშელი