ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ელექტროენერგიის გათიშვა ერთი დღით გადაიდო

28 ნოემბერი, 2014 • ნიუპრესი • 83

ქუთაისში ელექტროენერგიის გათიშვა  ერთი დღით გადაიდო

ცენტრალურ უბნებს შუქი 30 ნოემბერს გაეთიშებათ.

ელექტროენერგია ქუთაისში 29 ნოემბერს აღარ გაითიშება. როგორც “Newpress.ge“ -ს ენერგოპრო ჯორჯიადან აცნობეს, მათ მიერ დაანონსებული ელექტროენერგიის გათიშვა ერთი დღით გადაიდო.

შეგახსენებთ, მაღალი ძაბვის ქვესადგურში “ქუთაისი 2” ქვესადგურში პროფილაქტიკური სამუშაოები მიმდინარეობს. ამიტომ, ელექტროენერგიის მიწოდება ქ. ქუთაისის ცენტრს და მის მიმდებარე უბნებს გაეთიშებათ. ელექტროენერგიის მიწოდება კვირას, 30 ნოემბერს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეეზღუდებათ – რუსთაველის, წერეთლის, თამარ მეფის, თბილისის, კოსტავას, გელათის, ფალიაშვილის, გ. ტაბიძის, ლერმონტოვის, გოგებაშვილის, პუშკინის და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ აბონეტებს. მათ შორის, აქ არსებულ დაწესებულებებს, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურებს.

თეგები: ელექტროენრგიაენრეგოპრო ჯორჯიაქუთაისი