შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დევნილთა სამინისტროს თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

2 დეკემბერი, 2014 • ნიუპრესი • 23

დევნილთა სამინისტროს თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

ის 1000 აშშ დოლარის სანაცვლოდ მოქალაქეს ბინის მიღებაში დახმარებას ჰპირდებოდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან ერთად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ამავე სამინისტროს ქვემო ქართლის, მცხეთა მთიანეთისა და კახეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსი, მერაბ გოგსაძე დააკავა. საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრის პრესსამსახურის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მოქალაქისგან, მისთვის სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ გადაცემაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო 1000 აშშ დოლარი. დანაშაულებრივ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პრველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 11 წლამდე ვადით.

თეგები: დევნილთა სამინისტრომერაბ გოგსაძეფინანსთა სამინისტრო