პარასკევი, 21 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

საზოგადოება

ქართულ ენასა და ლიტერატურას მოსწავლეები ცალ-ცალკე საგნებად ისწავლიან – ცვლილებები სკოლებში

6 ივლისი, 2026 • NewPress • 112

ქართულ ენასა და ლიტერატურას მოსწავლეები ცალ-ცალკე საგნებად ისწავლიან – ცვლილებები სკოლებში

ცვლილებები 2026 -2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ამოქმედდება.

მე-7 კლასიდან  ქართულ ენასა და ლიტერატურას მოსწავლეები ცალ-ცალკე საგნებად ისწავლიან  –  ცვლილებები 2026 -2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ამოქმედდება.

გარდა ამისა, ქიმიის შესწავლა  მე-7 კლასიდან დაიწყება, აქამდე ამ საგნის წავლას ბავშვები მე-8 კლასიდან იწყებდნენ.

ამასთან, დაწყებით საფეხურზე გაზრდილია ქართული ენისა და ლიტერატურის და მათემატიკის სწავლება.

ცვლილება შეეხო ისტორიის სწავლებასაც. მე- 7 კლასიდან ცალკე საგნად შეისწავლიან საქართველოს ისტორიასა და მსოფლიოს ისტორიას.  მე- 10 კლასიდან კი  მოსწავლეები მხოლოდ საქართველოს ისტორიას შეისწავლიან.

სასკოლო ბადეში  დაგეგმილი ცვლილებები სკოლებს უკვე დაეგზავნათ.

თეგები: სკოლასწავლაცვლილებები