ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილს ქუთაისში აქციით დახვდებიან – რას ითხოვენ ქუთაისელები?

19 ნოემბერი, 2013 • ნიუპრესი • 20

ირაკლი ღარიბაშვილს ქუთაისში აქციით დახვდებიან – რას ითხოვენ ქუთაისელები?

აქცია პარლამენტის წინ იმ დროს გაიმართება, როდესაც ღარიბაშვილი მთავრობის ახალი შემადგენლობის დასამკიცებლად ჩამოვა.

Newpress.ge-ს ინფორმაციით, ქუთაისში “პატრიოტთა ალიანსის” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გოჩა თევდორაძის წინააღმდეგ აქციისთვის ემზადებიან. გავრცელებული ინფორმაციით, აქცია პარლამენტის წინ იმ დროს გაიმართება, როდესაც საქართველოს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისში, მთავრობის ახალი შემადგენლობის დასამკიცებლად ჩამოვა.

Newpress.ge-ს წყაროს ინფორმაციით აქციის მონაწილეები ღარიბაშვილს გოჩა თევდორაძის და “პატრიოტთა ალინასის” საწინააღმნდეგო ტრანსპარანტებით დახვდებიან.

აღნიშნული მასალა ეკუთვნის newpress.ge-ის რუბრიკა – Chat News, რუბრიკაში ხვდება ინფორმაციები, რომლებიც მოწოდებულია მოსახლეობისა და newpress.ge-ის მკითხველის მიერ და ის არ გამოხატავს საინფორმაციო სააგენტო newpress.ge-ს ოფიციალურ პოზიციას.

თეგები: Chat Newsაქციათევდორაძის წინააღმდეგქუთაისი