ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“საქართველოს რკინიგზა”, შესაძლოა, კომპრომისზე წავიდეს

1 დეკემბერი, 2014 • ანა ჯიქია • 21

“საქართველოს რკინიგზა”, შესაძლოა, კომპრომისზე წავიდეს

საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტი მზადა გაერთიანებული პროფკავშირის ხელმძღვანელს შეხვდეს.

“საქართველოს რკინიგზა”, შესაძლოა, კომპრომისზე წავიდეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ გაფიცულებთან მიმართებაში კომპანიამ რამდენიმე მიმართულებით დათმო და გაფიცულრკინიგზელებთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაცია თავის ფეისბუკის გვერდზე განცხადებას ავრცელებს და გამოთქვამს მზადყოფნას გაერთიანებული პროფკავშირის ხელმძღვანელს შეხვდეს: „გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ რკინიგზის “ახალი პროფკავშირი“ არის გაერთიანებული პროფკავშირის შემადგენელი ნაწილი, დიალოგის ეფექტიანობის გაზრდისათვის, საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტი მზადაა, მედიატორის ორგანიზებით, ან პირისპირ, შეხვდეს გაერთიანებული პროფკავშირის ხელმძღვანელს.“- ნათქვამია განცხადებაში. რკინიგზელები მეცამეტე ხელფასს , ზეგანაკვეთური შრომის, სტაჟისა და დამსახურების მიხედვით ანაზღაურებას ითხოვენ. ჯერჯერობით უცნობია, რა კომპრომისზე წავა „საქართველოს რკინიგზა“. მათი განცხადებით, გამოცხადებულია მედიამორატორიუმი, რათა საქმის მსვლელობას ხელი არ შეეშალოს. ამჟამად გაფიცვა კახეთში, ხაშურში, ზესტაფონსა და სამტრედიაში გრძელდება. გაფიცულია ქუთაისის რკინიგზის თანამშრომელთა ნაწილი, ისინი დღეს საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

თეგები: გაფიცვარკინიგზელებისაქართველოს რკინიგზა