იმერეთში, მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2013-14 წლებში განხორციელებული სამუშაობი წარმოადგინა. ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ამაშუკელის თქმით, სამინისტროს მთავარ პრიორიტეტს რეგიონალური განვითარება წარმოადგენს. „რეგიონალური განვითარება ჩვენი ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია, ჩვენი სამინისტრო ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს. პირველი – რეგიონის მდგრადი და ეკონომიკური განვითარება, მეორე – კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტები. იმერეთის რეგიონში 353 მილიონი ლარის პროექტები განხორციელდა, მიმდინარეობს 565 მილიონი ლარის პროექტები. 2015 წელს დაგეგმილი ინფრასტრუექტურული პროექტებისთვის დაახლოებით 213 მილიონი ლარია გამოყოფილი.“- განაცხადა გიორგი ამაშუკელმა.
გიორგი ამაშუკელი: სამინისტროს მთავარ პრიორიტეტს რეგიონალური განვითარება წარმოადგენს
2 დეკემბერი, 2014 • ანა ჯიქია • 19
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ქუთაისში 2 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა.
თეგები: გიორგი ამაშუკელი • ზაზა მეფარიშვილი • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები