შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებმა გასაუბრების ეტაპი დაასრულეს

4 დეკემბერი, 2014 • ანა ჯიქია • 28

ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებმა გასაუბრების ეტაპი დაასრულეს

გასაუბრება მერიისა და საკრებულოს 58-მა თანამშრომელმა გაიარა.

ქუთაისის თვითმმართველობაში გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს. დღეს გასაუბრების ეტაპი ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულმა, ატესტაციას დაქვემდებარებულმა პირებმა დაასრულეს. გასაუბრება მერიისა და საკრებულოს 58-მა თანამშრომელმა გაიარა. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირთა შედეგებზე საკონკურსო საატესტაციო კომისიაში განცხადებას ჯერ არ ააკეთებენ.

„ჯერჯერობით კომისის წევრები განცხადებას არ აკეთებენ, რადგან ელოდებიან გასაუბრების საბოლოო დასრულებას. ჯერჯერობით მიმდინარეობს კონკურსანტებთან გასაუბრება,” – განაცხადა საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა კრავიშვილმა. მისი თქმით, კონკურსის გასაუბრებაზე ჯერ ის კონკურსანტები გადიან, რომელთაც განაცხადი საკრებულოს ვაკანსიებზე აქვთ შეტანილი.

საკრებულოში დასაქმების მსურველებთან გასაუბრების პროცესი 3 დღე გაგრძელდება, რის შემდეგაც აღნიშნულ ეტაპს თვითმმართველობის აღმასრულებელი სტრუქტურის მომავალი თანამშრომლები გაივლიან.

თეგები: გასაუბრებადავით დვალიქუთაისის საკრებულო