“პარლამენტი არსად არ გადადის, ზედმეტი ეჭვები საჭირო არაა”, – განუცხადა გუბაზ სანიკიძემ „Newpress.ge”-ს. ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის განმარტებით, საკანონმდებლო ორგანო ორ ქალაქში, თბილისსა და ქუთაისში ფუნქციონირებს. “საკომიტეტო მუშაობა გვაქვს თბილისში, სასესიო- ქუთასში. ეს საკითხი გადასინჯვას აღარ ექვემდებარება.“ – განაცხადა კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა გუბაზ სანიკიძემ.
შეგახსენებთ პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხი ჯერ კიდევ განსჯის საგანია. საპარლამენტო უმცირესობის წევრები მის ადგილს ქუთაისში ხედავენ, თუმცა განსხვავებულია უმრავლესობის ხედვა.
გუბაზ სანიკიძე:”პარლამენტი არსად არ გადადის”
4 დეკემბერი, 2014 • ანა ჯიქია • 20
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხს ეხმაურება.
თეგები: გუბაზ სანიკიძე • პარლამენტის ადგილმდებარეობა • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები