ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერელი ჩინოვნიკებისთვის მინი ფეხბურთში ტურნირი იმართება

14 ივლისი, 2026 • NewPress • 840

იმერელი ჩინოვნიკებისთვის მინი ფეხბურთში ტურნირი იმართება

გამარჯვებული გუნდი სახელმწიფო რწმუნებულის თასს დაეუფლება.

იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები ერთმანეთს მინი ფეხბურთში უპირისპირდებიან,  ტურნირი რომელიც სამტრედიაში იმართება, იმერეთის მხარის რწმუნებულის პატრონაჟით ეწყობა.

როგორცსახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სპორტული ღონისძიების მიზანია რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომლებს შორის გუნდური მუშაობის, კოლეგიალური ურთიერთობების გაძლიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტული აქტივობების ხელშეწყობა.

ჩემპიონატის ფარგლებში, სამტრედიის ცენტრალურ მოედანზე, ერთმანეთს ხონის და სამტრედიის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრე, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

ტურნირი სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. შეჯიბრების დასასრულს გამარჯვებული გუნდი სახელმწიფო რწმუნებულის თასს დაეუფლება, ხოლო პრიზიორები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

ასევე, გამოვლინდებიან ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, საუკეთესო გოლეადორი, საუკეთესო მეკარე და უხუცესი მონაწილე.

 

თეგები: თვითმმართველობაიმერეთიმინი ფეხბურთირწმუნებული