შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

2014 წლის “ეტალონი დიპლომატის“ ტიტული ლიტვის ელჩს მიენიჭა

5 დეკემბერი, 2014 • ანა ჯიქია • 25

2014 წლის  “ეტალონი დიპლომატის“ ტიტული ლიტვის ელჩს  მიენიჭა

აღნიშნული ტიტული შარშან ისრაელის ელჩმა საქართველოში იუვალ ფუქსმა მიიღო.

ლიტვის საქართველოში აკრედიტებული ელჩი იონას პასლაუსკასი ქუთაისში მედიაპროექტ „ეტალონის“რეგონალურ ტურნეს ფარგლებში გამართულ შეხვედრას დაესწრო. იონას პასლაუსკასს „2014 წლის საქართველოში აკრედიტებული ეტალონი დიპლომატის“ ტიტული მიენიჭა. საჩუქრები ელჩს იმერეთის გუბერნატორმა და ქუთაისის მერმა გადასცეს. „მე დღეს ჯილოდო მივიღე, მაგრამ ამაზე მეტად ვფიქრობ იმაზე, რომ ლიტვა ჩართული იყოს იმერეთის და ქუთაისის განვითარებაში, მე შევხვდი იმერეთის გუბერნატორს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, სადაც ლიტვის და საქრთველოს ერთობლივ პროექტებში მონაწილეობა განვიხილეთ“ – განაცხადა იონას პასლაუსკასმა. ელჩს ტიტული 2 ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური, სამართლებრივი ურთიერთობის გარდა, საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების მხარდაჭერისთვის მიენიჭა. აღნიშნული ტიტული შარშან ისრაელის ელჩმა საქართველოში იუვალ ფუქსმა მიიღო.

თეგები: ზაზა მეფარიშვილიიონას პასლაუსკასიიუვალ ფუქსი