სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში კორპუსის მშენებლობისას ნგრევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

15 ივლისი, 2026 • ნესტან ჩაგელიშვილი • 674

ქუთაისში კორპუსის მშენებლობისას ნგრევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

მისი ცხედარი მაშველებმა რკინის კონსტრუქციიდან ამოასვენეს.

ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობისას მომხდარ ნგრევას ერთი პირი ემსხვერპლა.

გარდაცვლილია 30 წლამდე მამაკაცი.

მისი ცხედარი მაშველებმა რკინის კონსტრუქციიდან ამოასვენეს.  მეორე მუშის ამოყვანას ამ დრომდე ცდილობენ, ის ცოცხალია.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე ბეტონის საფარის დასხმა მიმდინარეობდა, კონსტრუქციამ ვერ გაუძლო და ჩამოიშალა.

ადგილზე კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს.

სამუშაოებს შპს „გრადუს გრუპ მაუდი“ ასრულებს.

იოსელიანის ქუჩაზე იმყოფებიან მაშველები და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

გამოძიება სს კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთოების წესის დარღვევას გულისხმობს.

თეგები: მსხვერპლინგრევაშრომის უსაფრთხოება