Website is under construction
სამართალი

ქუთაისის ციხეში, სავარაუდოდ, რამდენიმე პატიმარი შიმშილობს

17 ივლისი, 2026 • NewPress • 39
ქუთაისის ციხეში, სავარაუდოდ, რამდენიმე პატიმარი შიმშილობს

დაკავებული IT-სპეციალისტის გიორგი კვიცარიძის დედის ინფორმაციით, მისი შვილი ქუთაისის ციხეში რამდენიმე დღეა, შიმშილობს.

როგორც ქალი აცხადებს, 32 წლის გიორგი კვიცარიძის გარდა ციხეში, სავარაუდოდ, კიდევ 2 პატიმარი შიმშილობს.

“შიმშილზე წავიდა… სამართალს ვერ ნახულობს. ისეთ მდგომარეობაშია, მეშინია თვითონ რამე არ ქნას… იმათ არ უქნან რამე და არ დააბრალონ თვითონ ქნაო,” – ამბობს ეთერ კვიცარიძე ტვ პირველთან.

შეგახსენებთ, დაახლოებით 1 თვის წინ ტვ პირველმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს პოლიციის მხრიდან დაკავებულების მიმართ ძალადობა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს კადრები  IT-სპეციალისტმა, გიორგი კვიცარიძემ, პოლიციელების საერთო ჩატიდან მოიპოვა.

კადრების გავრცელებიდან მალევე განცხადება გაავრცელა შსს-მ, რომლის თანახმადაც ძალადობა 2022 წლის ზაფხულში აჭარის რეგიონში მოხდა, მასში მონაწილეობდნენ ქობულეთში მივლინებით მყოფი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. მათივე თქმით, დანაშაული 2026 წლის თებერვალში გამოვლინდა და აღნიშნული პირები 23 თებერვალს დააკავეს

თეგები: , ,


ასევე წაიკითხეთ: