სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი გამოგვიგზავნეთ ამბავი
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

ეკონომიკა

ქუთაისში პესტიციდების და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა

20 ივლისი, 2026 • NewPress • 108

ქუთაისში პესტიციდების და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ქუთაისში (ჭავჭავაძის გამზირი N 51) შპს ,,ალგო 2014“ და ინდივიდუალური მეწარმე ც. ა. -ს ობიექტები შეამოწმეს. ბიზნესოპერატორები, აგროქიმიკატების რეალიზაციას, რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარების გარეშე ახდენდნენ, – ამის შესახებ  ინფორმაციას  სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტები დაჯარიმდნენ და შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე აგროქიმიკატებით ვაჭრობა აეკრძალათ.

„სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერების ინტერესების დაცვის და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით აგრძელებს აქტიურ კონტროლს და ამავდროულად, მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას”, – აცხადებს უწყება.

თეგები: პესტიციტებისურსათიქიმიკატები