ოთხშაბათი, 29 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თაღლითობისა და მუქარის ფაქტებზე ორი პირი, მათ შორის პოლიციელი დააკავეს

28 ივლისი, 2026 • NewPress • 68

თაღლითობისა და მუქარის ფაქტებზე ორი პირი, მათ შორის პოლიციელი დააკავეს

დაზარალებული ქალი აცხადებს, რომ მას მოტყუებით 47 443 ლარის ოდენობის თანხა გამოართვეს.

საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მუქარის ფაქტებზე, ორი პირი, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შემთხვევა ქუთაისში მოხდა, დაზარალებულია ქალია, რომელიც ირწმუნება, რომ მას  მოტყუებით ბიზნეს ინვესტიციის მიზნით 47 443 ლარის ოდენობის თანხა გამოართვეს.

 

„დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, თითქოსდა ბიზნეს ინვესტიციის მიზნებისთვის, დაზარალებულს მოტყუებით გამოართვეს 47 443 ლარი. მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა არაერთხელ მოუწოდა ერთ-ერთ ბრალდებულს კუთვნილი თანხების დაბრუნების თაობაზე, იგი დაზარალებულს ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ (მუქარა, თაღლითობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს” – ნათქვამია ინფორმაციაში.

მედიის ინფორმაციით,  დაკავებულები არიან დავით სიამაშვილი და ბექა ფუტკარაია, ეს უკანასკნელი ყოფილი პოლიციელია.

თეგები: თაღლითობაპოლიციელიპროკურატურაპუქარა