ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში ბაზრებსა და ბაზრობებზე 5400 ადამიანია დასაქმებული – საქსტატი

29 ივლისი, 2026 • ირინა მაკარიძე • 66

იმერეთში ბაზრებსა და ბაზრობებზე 5400 ადამიანია დასაქმებული – საქსტატი

კვლევის თანახმად, 2025 წელს იმერეთში სავაჭრო ადგილების რაოდენობა – 4900, მოვაჭრეთა რაოდენობა კი – 5400 იყო.

იმერეთი ბაზრობებზე სავაჭრო ადგილების, ასევე მოვაჭრეთა რაოდენობის მხრივ თბილისის შემდეგ პირველ ადგილზეა – ამის შესახებ საქსტატის მონაცემებით ხდება ცნობილი.

საქსტატის კვლევაში მითითებულია, რომ 2025 წელს საქართველოში  ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული იყო 198 ეკონომიკური სუბიექტი.  მათი 35.4 პროცენტი ქ. თბილისში იყო განთავსებული, – ( 70 ეკონომიკური სუბიექტი).   16.2 პროცენტი – იმერეთის, – ( 34 ეკონომიკური სუბიექტი).

12.6 პროცენტია სამეგრელო-ზემო სვანეთის,  11.1 პროცენტი – კახეთის, 7.6 პროცენტი – ქვემო ქართლის,  5.6 პროცენტი – აჭარის, 4.5 პროცენტი  – შიდა ქართლის, 2.0 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის,  2.0 პროცენტი – სამცხე-ჯავახეთის, 1.5
პროცენტი – გურიის და 1.5 პროცენტი – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონებში.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდებობას, კვლევის თანახმად,  საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე 2025 წელს იყო 46.5 ათასი  სავაჭრო ადგილი, სადაც მოვაჭრეთა საშუალო დღიურმა რაოდენობამ 36.1 ათასი კაცი შეადგენა.
2025 წელს მოქმედ ბაზრებსა და ბაზრობებში სავაჭრო ადგილებს და მოვაჭრეთა რაოდენობას
რეგიონების მიხედვით ასახავს შემდეგი დიაგრამა.

 

თეგები: ბაზრობაიმერეთისაქსტატი