შაბათი, 1 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში კაცი დაჭრეს – დაკავებულია ნასამართლევი პირი

1 აგვისტო, 2026 • NewPress • 56

ქუთაისში კაცი დაჭრეს – დაკავებულია ნასამართლევი პირი

გამოძიების ვერსიით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა ცივი იარაღით, ნაცნობ მამაკაცს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს, –  ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით, ნაცნობ მამაკაცს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თეგები: დაკავებადაჭრაკრიმინალიშსს