ქუთაისელმა ნიკოლოზ ჩხობაძემ ინგლისური ენის გამოცდაში უმაღლესი შეფასება 70/70 ქულა მიიღო.
ნიკოლოზ ჩხობაძე ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მესამე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია.
70 ქულიდან 70-ვე აიღო ნიკოლოზ კლდიაშვილმა, ისიც ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მესამე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია.
მაქსიმალური შეფასება დაიმსახურა ამავე სკოლის კიდევ ერთმა კურსდამთავრებულმა მილდა ჩოგოვაძემ, მან 70-დან 69 ქულა ქულა დააგროვა.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნების პროცესი მიმდინარეობს.
დღეს უცხო ენაში მიღებული შედეგები გამოქვეყნდა.