ოთხშაბათი, 5 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისს 2027 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიენიჭა

4 აგვისტო, 2026 • NewPress • 86

ქუთაისს 2027 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიენიჭა

ამ სტატუსის მინიჭებით ქუთაისი ACES -ის ოჯახს უერთდება.

ქუთაისის კანდიდატურა ევროპის სპორტის დედაქალაქებისა და ქალაქების ფედერაციაში ( ACES )„ევროპის სპორტის ქალაქი 2027“-ის სტატუსის მოსაპოვებლად ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარადგინა.

ფედერაციის საექსპერტო კომისიის გადაწყვეტილებით, ქუთაისმა ეს სტატუსი დაიმსახურა სპორტის ყველასთვის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობით, მაღალი დონის სპორტული ინფრასტრუქტურით, მოქალაქეთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ზრუნვით, სოციალური ინტეგრაციის, სპორტისა და განათლების განვითარებით.

ამ სტატუსის მინიჭებით ქუთაისი უერთდება ACES -ის ოჯახს. ეს ნიშნავს, რომ 2027 წელს მუნიციპალიტეტი ევროპის მასშტაბით სპორტის განვითარების სამაგალითო ქალაქად იქნება აღიარებული.

ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

თეგები: ევროპის სპორტის ქალაქიქუთაისი