სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ცნობილია მოსწავლეების ის კატეგორია, რომელიც სკოლის ფორმებს უფასოდ მიიღებს

4 აგვისტო, 2026 • NewPress • 591

ცნობილია მოსწავლეების ის კატეგორია, რომელიც სკოლის ფორმებს უფასოდ მიიღებს

მთავრობის განკარგულება ცოტა ხნის წინ გამოიცა.

მოსწავლეების ნაწილი სასკოლო ფორმებს უფასოდ მიიღებს.  – შესაბამისი დადგენილება პრემიერ- მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  გამოსცა.

დადგენილების თანახმად, სასკოლო ფორმებს უფასოდ მიმიიღებენ:
– რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65001 ქულაზე ნაკლებია;
-ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;
-განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;
-ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;
-განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;
2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული ომის გამო ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას.

ცნობილია, რომ  ბიჭს − 1 პიჯაკს და 2 შარვლს მისცემენ, გოგოს − 1 პიჯაკს, 1 შარვლსა და 1 ქვედაბოლოს.

თეგები: სასკოლო ფორმასოციალური