კვირა, 9 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

8 აგვისტო, 2026 • NewPress • 119

ქუთაისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა.

ქუთაისში აგვისტოს ომის გმირთა მემორიალთან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი მოადგილე ბესიკ გოფოძესთან, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერ დავით ერემეიშვილთან, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მივიდა და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ აგვისტოს ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
მემორიალთან იმყოფებოდნენ ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სტუდენტები.

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე.

თეგები: გმირების ხსოვნამემორიალირუსეთ-საქართველოს ომი