ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სასკოლო ფორმები ჩინეთიდან სამ ეტაპად შემოვა

9 აგვისტო, 2026 • NewPress • 85

სასკოლო ფორმები ჩინეთიდან სამ ეტაპად შემოვა

სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო საჯარო სკოლების დაწყებით საფეხურზე იქნება.

ჩინეთიდან სასკოლო ფორმების იმპორტი და საქართველოში მოწოდება სამ ნაწილად განხორციელდება, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა უწყებამ, შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“ განცხადება გაავრცელა.

I ეტაპი — 25 აგვისტო;
II ეტაპი — 15 ოქტომბერი;
III ეტაპი — 30 ნოემბერი.

ოფიციალური ინფორმაციით, პირველი კლასელები სასკოლო ფორმების შეძენას 1-დან 14 სექტემბრამდე პერიოდში შეძლებენ.

რაც შეეხება II–VI კლასის მოსწავლეებს, მათთვის ფორმების გაყიდვა მომდევნო ეტაპებზე — ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით იგეგმება.
შეგახსენებთ, სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო საჯარო სკოლების დაწყებით საფეხურზე იქნება.

თეგები: განათლებაიმპორტისასკოლო ფორმასაჯარო სკოლა