შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ვანის საკრებულოს თავმჯდომარემ იმერეთის გუბერნატორის საყვედური მიიღო

11 დეკემბერი, 2014 • გიგა გელხვიიძე • 23

ვანის საკრებულოს თავმჯდომარემ იმერეთის გუბერნატორის საყვედური მიიღო

ვანი საკრებულოს თავმჯდომარის სკამი, მესამე სხდომაა, ცარიელია.

იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში გამართულ საკონსულტაციო საბჭოს სხდომას ვანის საკრებულოს თავმჯდომარე, ალექსანდრე ლილუაშვილი არ ესწრება. როგორც სხდომაზე გუბერნატორმა, ზაზა მეფარიშვილმა განაცხადა, ეს უკვე რიგით მესამე შემთხვევაა, როცა ვანის საკრებულოს თავმჯდომარე სხდომაზე არ ცხადდება. მეფარიშვილსა და ლილუაშვილსა შორის მკაცრი სატელეფონო საუბარი სხდომის მსვლელობისას შედგა. ,,არ მაინტერესებს, რატომ ხდება ეს. უკვე მესამე შემთხვევაა, რომ საბჭოს არ ესწრები. ბოდიში შენთვის შეინახე’- უთხრა გუბერნატორმა ვანის საკრებულოს თავმჯდომარეს.

თეგები: ალექსანდრე ლილუაშვილიზაზა მეფარიშვილიიმერეთის საბჭო