სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

12 აგვისტოს, ქუთაისში, ახალგაზრდობის დღე აღინიშნება

11 აგვისტო, 2026 • NewPress • 61

12 აგვისტოს, ქუთაისში, ახალგაზრდობის დღე აღინიშნება

11 აგვისტოს 18:00 საათიდან 13 აგვისტოს 03:00 საათამდე, ფალიაშვილის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.

12 აგვისტოს, ქუთაისში, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება, ღონისძიებები ქუთაისის ცენტრალურ ბულვარსა და ფალიაშვილის ქუჩაზე გაიმართება.
ქალაქის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების, ასევე სცენის მონტაჟისა და დემონტაჟის მიზნით, 11 აგვისტოს 18:00 საათიდან 13 აგვისტოს 03:00 საათამდე, ფალიაშვილის ქუჩაზე, №29/4-დან №33-მდე, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტები:
* №1L, №4 და №5 მარშრუტები, ფალიაშვილის ქუჩის ნაცვლად, იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებით: ფანჯიკიძის ქუჩა (ყოფილი პუშკინის ქუჩა) – წერეთლის ქუჩა – აღმაშენებლის გამზირი – გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა – წითელი ხიდი.
* №19 და №20 მარშრუტები, ფალიაშვილის ქუჩის ნაცვლად, იმოძრავებენ მარი ბროსეს ქუჩით, ვარლამიშვილის ქუჩით, წმინდა ნინოს ქუჩით და მოძრაობას ფალიაშვილის ქუჩაზე გააგრძელებენ.
* №10 და №126 მარშრუტები, ფალიაშვილის ქუჩის ნაცვლად, იმოძრავებენ წითელი ხიდის გავლით.
* №3, №4 და №41 მარშრუტები, ფალიაშვილის ქუჩის ნაცვლად, იმოძრავებენ ფანჯიკიძის ქუჩის გავლით.

თეგები: ახალგაზრდობის დღემუნიციპალური ტრანსპორტიქუთაისი