ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„ჯორჯიან მანგანეზმა“ შუქრუთელებს სოფლის დატოვების გადაწყვეტილების მისაღებად ორი თვე მისცა

13 აგვისტო, 2026 • NewPress • 92

„ჯორჯიან მანგანეზმა“ შუქრუთელებს სოფლის დატოვების გადაწყვეტილების მისაღებად ორი თვე მისცა

კომპანია  წარმოების არეალის გაფართოებას გეგმავს, რაც სოფლის დანგრევას ნიშნავს.  

 შუქრუთის მოსახლეობას ორი თქვე აქვს მიცემული დათანხმდეს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“  წინადადებას.  კომპანიის მმმართველი, მიხაილ სოცკი  სოფლის მოსახლეობას  11 აგვისტოს შეხვდა და  სოფლის სახლების ალტერნატივად ჭიათურაში კორპუსის აშენება ან კოტეჯების სტილის დასახლებაში გადაყვანა შესთავაზა.
კომპანია  წარმოების არეალის გაფართოებას გეგმავს, რაც სოფლის დანგრევას ნიშნავს.
2025 წლის შემოდგომაზე პროტესტში მყოფ მოსახლეობას კომპანია დაპირდა, რომ ზარალის აღწერისთვის აუდიტი ორ კვირაში შევიდოდა, თუმცა დაპირება არ შესრულდა.
შუქრუთის მკვიდრ გიორგი ცარციძის თქმით, კომპანია უარზეა, რომ აუდიტის საკითხი და მოპოვებით მიყენებული ზარალის ფინანსური ანაზღაურება განიხილოს, ხოლო შეთავაზებული გადასახლების ალტერნატივა ბუნდოვანია, რადგან მოსახლეობა, საცხოვრებელი სახლების გარდა, მეურნეობებსა და შემოსავლის ძირითად წყაროს დაკარგავს.
სოფელ შუქრუთის ტერიტორიაზე არსებული მაღაროები და კარიერები, როგორც საცხოვრებელ სახლებს, ასევე სოფლის გზებსა და ინფრასტრუქტურას აზიანებს. ბოლო წლებში ადგილობრივებმა არაერთხელ გააპროტესტეს კომპანიის დამანგრეველი საქმიანობა. ისინი ზიანის ანაზღაურებას ან საცხოვრებლად ღირსეულ ალტერნატივის შეთავაზებას მოითხოვდნენ.
წყარო: მაუწყებელი

თეგები: "ჯორჯიან მანგანეზი"მოსახლეობაშუქრუთიჭიათურა