ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რეპრესირებული მოქალაქე კუთვნილ კონპენსაციას მოითხოვს

12 დეკემბერი, 2014 • ანა ჯიქია • 19

რეპრესირებული მოქალაქე კუთვნილ კონპენსაციას მოითხოვს

მევლუდ ბობოხიძე განცხადებით პარლამენტს მიმართავს.

საბჭოთა კავშირის პერიოდში რეპრესირებულმა მევლუდ ბობოხიძე რეპრესირებულთათვის საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებას მოითხოვს. „Newpress.ge“- სთან საუბრისას მან განაცხადა, რომ თანხის მიღების მიზნით მან რამდენჯერმე მიმართა ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ.

„ვაპროტესტებ ხელისუფლების უთავო პოლიტიკას, ეს ეხება, როგორც მოქმედ, ისე წინა ხელისუფლებასაც. რეპრესირებულებს 10-15 წელია კონპესაცია გვეკუთვნის და არ მოუციათ. მათ მიერ აღებული პრემიებით სულ მცირე სამჯერ მანიც მოგვცემდნენ ჩვენ კუთვნილ თანხას.“- განაცხადა მევლუდ ბობოხიძემ.

სტრასბურგის სასამართლომ რეპრესირებული პირების საკონპენსაციო თანხა თითო ადამიანზე 4 ათასი ლარის ოდენობით განსაზღვრა. მევლუდ ბობოხიძე კონპენსაციის მიღების მოთხოვნით განცხადების შეტანას საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთხელ აპირებს.

თეგები: მევლუდ ბობოხიძეპარლამენტირეპრესირებული პირები