კვირა, 16 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქარის ელექტროსადგურების მშენებლობას იმერეთში უნიკალური ტყეები ეწირება

16 აგვისტო, 2026 • ირინა მაკარიძე • 63

ქარის ელექტროსადგურების მშენებლობას იმერეთში უნიკალური ტყეები ეწირება

იმერეთში 28 ქარის ტურბინის დადგმა იგეგმება.

იმერეთში უნიკალურ, კოლხურ ტყეს განადგურება ემუქრება – ავხადებს „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი თორნიკე  ბარათაშვილი, რომელიც საზოგადოებას წითელ წიგნში შეტანილი ჯიშების დაცვისკენ მოუწოდებს.

„გადაშენების პირას მყოფი ხეების ბუნებიდან “ამოღებაზე” განკარგულებას კობახიძე აწერს ხელს.

გასაჩეხად განწირული ენდემური სახეობების რაოდენობებს კიდევ ერთხელ ჩამოვწერ:

წაბლი 7533 ძირი,

კოლხური ბზა 2115 ძირი,

უთხოვარა 40 ძირი,

დამატებით, უამრავი მუხა, კოლხური ძელქვა და სხვა ენდემური ძვირფასი სახეობა იჭრება“, – წერს  ბარათაშვილი.

ცნობისთვის, იმერეთის რეგიონში, თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, სოფელ გოგნისა და მუხურას შორის მდებარე ქედზე, 224-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობაა დაგეგმილი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პროექტზე ნებართვა შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, 30 მარტს გასცა.

პროექტის ინიციატორი შპს „გოგნის ქარის კომპანიაა“, რომელმაც ინიციატივა საქართველოს მთავრობას 2022 წელს წარუდგინა და 2022 წლის ოქტომბერში მთავრობის დადგენილებით პროექტის კონცეფცია დამტკიცდა.

დაგეგმილი სადგური მოიცავს არაუმეტეს 28 ქარის ტურბინას, თითოეულის სიმძლავრე მაქსიმუმ 8 მეგავატი იქნება. წლიური გამომუშავება 602–668 მილიონ კილოვატ საათს შორის მერყეობს.

 

თეგები: ქარის ელექტროსადგურებიწითელ წიგნში შეტანილი ჯიშები