შაბათი, 3 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ძლიერი წვიმა და ელჭექი – ამინდი საქართველოში

16 აგვისტო, 2026 • NewPress • 610

ძლიერი წვიმა და ელჭექი – ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას შესაძლო წყალმოვარდნებზე აფრთხილებს.

18 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„16-18 აგვისტოს ასევე დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“, – ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლოა პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

საფრთხის დონე საშუალოა.

თეგები: ამინდი • გარემო • გაფრთხილება • ელჭექი. • ძლიერი წვიმა • წვიმა