შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

,,ნიუპრესის” ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენეს

15 დეკემბერი, 2014 • გიგა გელხვიიძე • 30

,,ნიუპრესის” ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენეს

ბაღდათის, ააიპ”ბაგა-ბაღების გაერთიანების” ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას შეურაცხყოფა მიაყენა

საინფორმაციო სააგენტო ,,ნიუპრესი” ბაღდათის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, მაია სულამანიძის დაკავებული პოსტიდან გათავისუფლების ფაქტით დაინტერესდა. სულამანიძის განცხადებით, აღნიშნული თანამდებობიდან მისი გათავისუფლება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მოხდა, რაშიც ის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ირაკლი გეგეშიძეს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართავს. ბაღდათის გამგებელის, ირაკლი გეგეშიძის განცხადებით, ბაღებში არსებული სანიტარული მდგომარეობა არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს და სწორედ ეს გახდა მაია სულამანიძის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი. გეგეშიძემ საქმეში უკეთ გარკვევისა და დეტალების გაცნობის მიზნით, ბაგა-ბაღების გაერთიანების ახალ ხელმძღვანელთან ნინო გრძელიძესთან გადაგვამისამართა, რომელმაც პასუხის გაცემის და დახმარების ნაცვლად, სიტყვიერი შეურაცყოფა მოგვაყენა, შემდგომ კი კარი მოგვიჯახუნა.

თეგები: ბაღდათის მუნიციპალიტეტბაღების გაერთიენებაირაკლი გეგეშიძე