კვირა, 6 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ბაღდათში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

29 აგვისტო, 2026 • ნესტან ჩაგელიშვილ • 421

ბაღდათში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

ამ დრომდე 500-მდე აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშე არის დარჩენილი.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ცენტრსა და სოფლებში მეორე დღეა მძიმე ტექნიკა მუშაობს.

იწმინდება გზები, ეზოები და ხიდები.

მერიის ინფორმაციით, სრულად აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება, ბუნებრივი აირის გარეშე ამ დრომდე დარჩენილია 500-მდე აბონენტი.

პარალელურად, მიმდინარეობს ზარალის აღწერა.

27 გვისტოს ბაღდათის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები და საავტომობილო გზები, სოფლებში მიწის მასები და ქვა-ღორღი ჩამოიშალა.

 

თეგები: ბაღდათისტიქიაძლიერი წვიმა