ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში საცხენოსნო ტურნირი გაიმართა

6 სექტემბერი, 2026 • NewPress • 59

ქუთაისში საცხენოსნო ტურნირი გაიმართა

გაიმართა რბოლები, ასევე ქართული საცხენოსნო თამაშები – ისინდი და ცხენბურთი.

ქუთაისში “ცხენოსანთა კლუბ ART”-ის ორგანიზებით საცხენოსნო ტურნირი გაიმართა, რამაც გააერთიანა დოღი, საცხენოსნო სპორტი და ტრადიციული თამაშები.
მთავარი რბოლების გარდა, მაყურებელმა იხილა ქართული საცხენოსნო თამაშები – ისინდი და ცხენბურთი.
ღონისძიება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
“ქართული დერბი 2026”-ის გამარჯვებულები  ქუთაისის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ცხაკაიამ და მერის მოადგილემ დავით ნიშნიანიძემ დააჯილდოვეს.

თეგები: საცხენოსნო ტურნირიქუთაისი