ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გია გოქაძე:”დვალი პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადავიდა”

17 დეკემბერი, 2014 • გიგა გელხვიიძე • 20

გია გოქაძე:”დვალი პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადავიდა”

გია გოქაძე დავით დვალის განცხადებას ეხმაურება და მას საზოგადოებისთვის კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდებს.

ქუთაისის საკონკურსო – საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის, დავით დვალის გუშინდელ განცხადებას ორგანიზაცია ,,ევროპა ჩვენი სახლია“-ს ხელმძღვანელი გია გოქაძე პირად შეურაცხყოფად მიიჩნევს. მისი თქმით, დვალის განცხადებას საზოგადოება შეაფასებს, რომელსაც ისედაც უმრავი კითხვა დაუგროვდა.

,,დვალი პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადავიდა და მსჯელობას გაექცა – “არასერიოზულ განცხადებაზე” საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან საგანგებო პასუხის გაცემის აუცილებლობას და შინაარსის სერიოზულობას საზოგადოება შეაფასებს. საზოგადოება, რომელსაც აქვს კითხვები და აინტერესებს: თუკი კონკურსანტის პროფესიულ დონეს ტესტირება ამოწმებს, მაშინ რა როლი აქვს გასაუბრებას, რომელიც პარტიული ნიშნით დაკომპლექტებული კომისია ახორციელებს?

რატომ არის თეორიულად შესაძლებელი ტესტირებაზე უმაღლესი შეფასების მიმღებ კონკურსანტს გასაუბრებაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარს სიმწრით გადალახულმა კონკურსანტმა “აჯობოს”?
რატომ მოხდა მერიის მხრიდან საჯარო სამსახურში (გადასახადის გადამხდელის მიერ დასაქირავებელი) საჯარო მოხელის თანამდებობაზე ასარჩევი კონკურსანტის ტესტირების შედეგების გასაიდუმლოება და კანონის რომელი მუხლი ითხოვს ამას?
რა პროფესიული ნიშნით არიან კომისიის წევრები შერჩეული და დამთხვევაა თუ არა ის, რომ “ქართული ოცნების” ქომაგთა და აქტიურ წევრთა გარდა კომისიის შემადგენლობაში არავინაა?- განაცხადა გია გოქაძემ.
მისი თქმით, “დვალის შემუშავებული ტაქტიკა დახვეწას არ ექვემდებარება. პრობლემის პერსონალიზაცია და კონკრეტული არასამთავრობოს ორგანიზაციის დისკრედიტაციის მცდელობა მოკლევადიანი გათვლაა და საზოგადოების ინტერესთან შეუთავსებელი.
საზოგადოების კითხვებზე პასუხის გაცემა კი მათივე დაქირავებულ დვალს, მურღულიას და სხვა ჩინოვნიკებს აუცილებლად მოუწევთ”, – განმარტავს გოქაძე ,,newpress.ge” – სთან საუბარში.

თეგები: გია გოქაძედავით დვალიქუთაისი