November 21, 2013

გადაცემა “აქცენტი”: ქუთაისის მაჟორიტატი “ოცნებით” და რეალობით [Video]

ქუთაისელთა ოცნებამ მაჟორიტარ დეპუტატს, გუბაზ სანიკიძეს “გვერდი აუარა” – დეპუტატი, რომელსაც ქალაქისთვის არაფერი გაუკეთებია – ასეთია მაჟორიტარის საქმიანობის შეფასება, რომელსაც სანიკიძის ოპონენტები და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აკეთებს. მაჟორიტარის ბიუროში კი გუბაზ სანიკიძეს გულისხმიერ დეპუტატად მოიხსენიებენ.
როგორია ქუთაისის მაჟორიტარი “ოცნებით” და რეალობით, ნახეთ გადაცემაში “აქცენტი” newpress.ge-ზე.
სტუმრები – ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი გელა გაბადაძე და ქუთაისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი გია გოქაძე

გუბაზ სანიკიძე ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა. სანიკიძემ ქუთაისში არჩევნებზე მისულამომრჩეველთა ხმების 52.28 პროცენტი მიიღო.