ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მიგრაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

18 დეკემბერი, 2014 • ანი ლიპარიშვილი • 20

მიგრაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

პროექტის მიზანი არარეგალური მიგრაციით გამოწვეულ საფრთხეებზე საზოგადოების ინფორმირებულობაა.

მიგრაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საიას ქუთაისის ფილიალმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა, სადაც რეგალური და არარეგალურ მიგრაციის პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იაუბრეს. საია, “მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტთან” ერთად ახორციელებს პროექტს “საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა”. ამ პროექტის მთავარი მიზანი არარეგალური მიგრაციით გამოწვეულ საფრთხეებზე საზოგადოების ინფორმირებულობაა. საუბარი იყო ასევე ვიზალიბერალიზაციის გამარტივების საკითებთან დაკავშირებით. “უცხოელებზე ვიზების გაცემის პროცესი გართულდა, რამაც პრობლემები გამოიწვია, რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას, პირველი ფაზა დასრულდა, ახლა მეორე ფაზაზე მუშაობს სახელმწიფო “, – განაცხადა “საიას” ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა, გიორგი ჭიქაბერიძემ.

თეგები: ვიზამიგრაციასაია