შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

კიევში ქართველი სამხედროს სამგლოვიარო ცერემონია გაიმართება

20 დეკემბერი, 2014 • ნიუპრესი • 24

კიევში ქართველი სამხედროს სამგლოვიარო ცერემონია გაიმართება

ქუთაისელი ალექსანდრე გრიგოლაშვილი უკრაინაში იბრძოდა.

კიევში დღეს უკრაინაში დაღუპულ ქართველ სამხედროსთან ალექსანდრე გრიგოლაშვილთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართება.
როგორც უკრაინაში საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ განაცხადა, გამოსამშვიდობებელი ცერემონია მაიდანზე, შუადღისას არის დაგეგმილი.
მისივე განმარტებით, აღნიშნულის პარალელურად მიმდინარეობს ალექსანდრე გრიგოლაშვილის საქართველოში ჩამოსვენების საკითხზე მუშაობა.
“საქართველოს მთავრობა ყველა ხარჯს თავის თავზე იღებს. საელჩო ჩართულია და ვმუშაობთ ცხედარის გადმოსვენებაზე. ეს, ალბათ, ხვალისთვის იქნება შესაძლებელი, რადგან საკითხი გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული. ოჯახთან გვაქვს კავშირი და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხდეს ქართველი სამხედროს გადმოსვენება”, – აღნიშნა მიხეილ უკლებამ.
ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც “აიდარში” იბრძოდა, ქუთაისიდანაა, ის 32 წლის იყო.

წყარო: ipn.ge

თეგები: ალექსანდრე გრიგოლაშვილიკიევიქუთაისელი მებრძოლი