შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველო ჩინეთის მთავრობისგან გრანტს მიიღებს

22 დეკემბერი, 2014 • ნიუპრესი • 23

საქართველო ჩინეთის მთავრობისგან გრანტს მიიღებს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს გრანტის სახით 30 მილიონ ჩინურ იუანს გამოუყოფს.

ფინანსთა სამინისტროში ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობას და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის შეთანხმებას “ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ.”

შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს მთავრობის სახელით, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სახელით, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იუე ბინიმ. შეთანხმების ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს მთავრობას გრანტის სახით გამოუყოფს 30 მილიონ ჩინურ იუანს (დაახლოებით 4.8 მლნ აშშ დოლარი). აღნიშნული გრანტით დაფინანსდება საქართველოსთვის პრიორიტეტული ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის პროექტები, რომელთა შერჩევა განხორციელდება მხარეებს შორის კონსულტაციების საფუძველზე. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის 2005 წლიდან დღემდე გრანტების სახით უკვე გამოყოფილია 250 მლნ იუანი (დაახლოებით 41.1 მლნ აშშ დოლარი) და 30 მლნ იუანის (შეთანხმების ხელმოწერისთვის დაახლოებით 4.3 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის 20 წლიანი უპროცენტო სასაქონლო კრედიტი 10 წლიანი შეღავათიანი პერიოდით.

თეგები: გრანტისაქართველოჩინეთი